საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.
დღეს გამართულ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, კანდიდატების შეჯერება მოხდა:
ქუთაისში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი;
თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი;
ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.