ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტულმა სამსახურმა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი დააკავა, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
გვარამიას განცხადებით, ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადრიოვის დაკვეთით გეგმავდა.
“კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ოფიციალურად ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მთავარი რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით,“_ განაცხადა გვარამიამ.