პირი, რომელიც ბაკურიანში ანრი ოხანაშვილს დაემუქრა „ლელოს“ წევრია. აღნიშნული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბაკურიანში მომხდარის დეტალები არ იცის, პოლიტიკური გაერთიანება კი ძალადობას გმობს.
ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ რობაქიძე ადრე „ოცნების“ წევრი იყო.
„ვადასტურებ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. აქვე, მინდა განვაცხადო მთელი ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ სრულად ვგმობთ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. არ ვიცით, რის გამო მოხდა მათ შორის, ანუ ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ძალადობა არის დაგმობილი ჩვენ მიერ, გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. არ ვიცით, რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც თქვა ოხანაშვილმა, რადგან ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და შეიძლება, ის ამ შემთხვევაშიც იტყუებოდეს“, _ განაცხადა ხაზარაძემ.
ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ გუშინ დააკავა.
მას ბრალად ედება ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დამუქრება. დაკავებული კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არის.