ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, ახალი მოადგილეები დანიშნა,_ ინფორმაცია მერიის გვერდზე ვრცელდება.
მერმა ხაზი გაუსვა მათი მრავალწლიანი საქმიანობისა და გამოცდილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას”_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, აქამდე ბიძინა ცინცაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან” და კოხნარის, წიფნარის, ბურნათის ფარცხმა და შუაფარცხმას მაჟორიტარის პოსტი ეკავა, გარდა ამისა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება ლევან ჩხიკვაძეს, ის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.




































































