როგორც უკვე ვწერდით, აფეთქება მოხდა თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული. ჩამსხვრეულია ფანჯრები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე- მაშველები.
როგორც ადგილზე ამბობენ, აფეთქება მოხდა კორპუსის მეორე სართულზე, სადაც მცხოვრები 1 ქალბატონი, დაშავდა. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად კიდევ 2 ადამიანია დაშავებული.
ინფორმაციისთვის, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებურივი აირის მიწოდება გუშინ საღამოდან შეწყვეტილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ჰყვებიან, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან დაახლოებით 10 წუთში მოხდა.
ავტორი