FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა. ინფორმაციას foxnews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს თავს 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაესხა.
“FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს.
ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე FBI.gov/butler ან დარეკოს 1-800-CALL-FBI“, – ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.
ინფორმაციისთვოს, პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.