“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ესწრება 4 ევროპული ქვეყნის ელჩი. ასევე, პროცესს ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) – წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.
ფოტო: არქივი



































































