ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა _ ის ერთადერთი კანდიდატია ამ პოსტზე.
წელს, პირველად არჩევნები ახალი წესით ხდება _ პრეზიდენტის არჩევაში 300 დელეგატი იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არჩევნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მარიკა ჩხიკვიშვილი ესწრებიან.
რამდენიმე დღის წინ დარჩიამ ჩვენთან საუბრის დროს მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ის არის ღირსეული, განათლებული ადამიანი. ოთხი შვილის მამა“, _ გვითხრა დარჩიამ.
ავტორი