რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურში, სოფელ გუთურში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 26 წლის ავთო კალანდაძე. მოკლული მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.
მეზობლები და მოკლულის ახლობლები ფაქტს ვერ ხსნიან.
“ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რა მოხდა, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 26 წლის ბიჭი. იშვიათად რომ შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ახალგაზრდა იყო”, _ ამბობს მოკლულის ერთ-ერთი მეზობელი “გურია ნიუსთან”.
შსს- ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.
“საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, _ განუცხადეს “გურია ნიუსს” უწყებაში.