ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო რეჟისორად კორეელი ბონგ ჯუნ ჰო, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „პარაზიტი“ დაასახელეს.
კაცისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ხოაკინ ფენიქსს („ჯოკერი“), და რენე ზელვეგერს („ჯუდი“) გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტმა ოსკარი წელს პირველად მიიღო. ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.
ქალთა შორის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ მფლობელი ლორა დერნი („ქორწინების ისტორია“) გახდა.
საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ კორეულ ფილმ „პარაზიტს“ გადაეცა. ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში კი გამარჯვებული ფილმი „ბოცვერი ჯოჯო“ გახდა.
წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოსკარი „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე სეზონს ერგო.