ვერძი
ცეცხლის სტიქიის პირველი ნიშანია. მასში ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის ჟინი გასაოცარი სიძლიერითაა გამოხატული. ვერძები ვერ ეგუებიან უძრაობასა და უმოქმედობას, ამიტომ ძალზე ხშირად ახერხებენ ნებისმიერი სირთულის დაავადება ფეხზე მოიხადონ, ყოველგვარი ექიმის ჩარევის გარეშე. ამასთან ერთად, გააჩნიათ საოცარი რწმენა იმისა, რომ მათ ვერც ერთი დაავადება ვერასოდეს მოერევათ. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, არის კიდეც ასე.
მორიელი
გასაოცარი ნებისყოფის პატრონია. მისი მმართველი პლანეტა პლუტონი ტრანსფორმაციაზე აგებს პასუხს. ამიტომ მორიელებს შორის გასაოცარ მუტანტებს ვხვდებით – ხალხს, რომელსაც შეუძლია აშკარა სიკვდილს ჩახედოს თვალებში და მიუხედავად ამისა ცოცხალი გადარჩეს. მორიელებს გასაოცარი რეგენერაციის უნარი აქვთ. მათ უმეტესობას ადვილად უხორცდება ჭრილობები და მარტივად ურჩება ანთებითი პროცესი ორგანიზმში.
ავტორი