გიორგი გახარიამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და დემონსტრანტების მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობას სახელმწიფო უწყებაზე შტურმი უწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
გახარიას თქმით, შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ 20 ივნისსქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდა.
„20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ 20 ივნისს, 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო უწყებაზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.