რამდენიმე დღის წინ, საქართველოში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ნომრებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ.
ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვაი.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული ავტომობილების შემოსვლა, ვინ გასცა ნებართვა ამასთან დაკავშირებით და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, რომელიც დეფაქტო აფხაზეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტს აკონტროლებს და გასცემს ნებართვებს შემოსვლაზე. საპატრულო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხადაძემ გვითხრა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მოიკითხავდა და ამის შემდეგ გაგვცემდა პასუხს, თუმცა შემდგომ ,,გურია ნიუსის“ ზარებს აღარ უპასუხა, ბოლოს ტელეფონი გამორთო.