საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა – თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.
კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თინათინ ბერძენიშვილი – 9 ხმა;
ირმა სოხაძე – 7 ხმა;
ხათუნა ლაგაზიძე – 7 ხმა;
ალექსანდრე ვახტანგოვი – 5 ხმა.
ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა.