2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში ლევან კობიაშვილს წარადგენს. მისი მოწინააღმდეგე ოპოზიციიდან ნიკა მელია იქნება.
სამგორში, ოპოზიციის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარს გამოიყვანს.
ისანში კენჭს იყრიან „ქარული ოცნებიდან’ ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ვაშაძე „ახალი საქართველოდან“ და მოქმედი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
საბურთალოზე „ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკოა. მისი მოწინააღმდეგეები ლებან გოგიჩაიშვილი და „ლელოს“ კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერგეენკო, შეიძლება, ამირან გამყრელიძემ ჩაანაცვლოს _ მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ვაკეში „ევროპელების“ კანდიდატს ელენე ხოშტარიას, შესაძლოა, „ოცნებამ“ ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაუპირისპიროს.
ნაძალადევში მმართველი პარტია ისევ თეა წულუკიანის დასახელებას აპირებს. აქ კენჭს ოპოზიციიდან შალვა ნათელაშვილი იყრის.
დიდუბე-ჩუღურეთში „ოცნება“ ორ კანდიდატზე მსჯელობს _ ესენია გიორგი ვოლსკი და ილია წულაია.
მთაწმინდა-კრწანისში ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძეა, „ოცნება“ კი ამ ოლქზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა.