გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის პოსტზე გიორგი სახოკიას ოცნების აქტივისტის, ნუგზარ ურუშაძის შვილი, ბიზნესმენი გიორგი ურუშაძე შეცვლის.
როგორც ცნობილი ხდება, გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, გიორგი გახარიასთან ახლო მეგობრობის გამო გაათავისუფლეს.
სახოკია გუბერნატორად 2021 წლის თებერვალში, სწორედ, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დანიშნა.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ცვლილებების შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.
_ დაველოდოთ ორშაბათს, _ გვითხრა სოფო კაშიამ.
ცნობისთვის, გიორგი ურუშაძე 1983 წელს, ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა. ამჟამად ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობს.
ამავე თემაზე: გადააყენეს თუ არა გურიის გუბერნატორი _ “არაფერი ვიცი, გადავამოწმებ”
„გუბერნატორი სხვა სამსახურში გადადის“ _ მორიგი ინფორმაცია გიორგი სახოკიას გათავისუფლების შესახებ