ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში? _ ეს კითხვა თანდათანობით უფრო აქტუალური ხდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე მმართველ პარტიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატად ა(ა)იპ მომსახურეობის ცენტრის დირექტორს გია ანთაძეს განიხილავს, ჩოხატაურში კი ახლანდელი მერის, მოადგილის მინდია ჟღერიას კანდიდატურაზეა საუბარი.
აქედან გამომდინარე, ამ ორი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებად მოქმედი მერების წარდგენა არ იგეგმება. რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოქმედის მერი ალექსანდრე სარიშვილის კანდიდატურა განიხილება.
“გურია ნიუსი” ანთაძესთან, ჟღერიასთან და სარიშვილთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს. „გურია ნიუსის“ კითხვაზე როდის წარადგენენ გურიის რეგიონში კანდიდატებს? – მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ერთიანად მოხდება კანდიდატების წარდგენა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.“ _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 5 სექტემბერია.
ავტორი
































































