“4 იანვარს დილით სახლიდან გავიდა, სამსახურში მივდივარო, _ დაიბარა…
ბოლოს ნახეს ნინოშვილის უბნის სასაფლაოსთან, რესტორან “ელიტასთან”, იქნებ ვინმემ დაინახეთ ან ვინმემ გაიყოლეთ მანქანით რომელიმე მიმართულებით, ნებისმიერი წვრილმანი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
გთხოვთ გააზიარეთ, _ ეს პოსტი 7 იანვარს დაიდო ფეისბუქგვერდზე “ფოთი ჩემი ქალაქია”, თუმცა, ბიჭის მნახველი არავინ გამოჩნდა. 24-დღიანი ძებნის შემდეგ იგი პალისტომში, გარდაცვლილი იპოვეს.
გოგა თავბერიძე 24 წლის იყო. ბიჭი რამდენიმე წუთის წინ დაკრძალეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.