„პრინც ჩარლზთან ქორწინების დროს და განქორწინების პერიოდშიც რამდენიმე საყვარელი ჰყავდა!” – ეს სკანდალური განცხადება დიანასთან ერთად ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი დოდი ალფაიედის მამის, მუჰამედ ალ ფაიედის ადვოკატს ეკუთვნის.
დიანას საყვარლების სენსაციურ სიაში შევიდნენ ინგლისის რაგბის ნაკრების კაპიტანი უილ კარლინგი, პრინცესას პირადი მცველი ბარი მანაკი, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი ჯეიმს ჰიუიტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ჯეიმს ჯილბი და არტ-დილერი ოლივერ ჰოარი. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ჰიუიტმა აღიარა, რომ მას პრინცესა დიანასთან რომანი ჰქონდა. მეტიც, მოგვიანებით მან ლედი დისთან ინტიმური მიმოწერაც გამოაქვეყნა და ამით მილიონებიც იშოვა.
იმის შესახებ, რომ პრინცი ჩარლზი და “სახალხო პრინცესა” ცოლ-ქმრობის პერიოდში ერთმანეთის ერთგულები არ ყოფილან, მსოფლიომ იცის, მაგრამ დიანას სასიყვარულო თავგადასავლების დეტალებმა მისი თაყვანისმცემლები მაინც შოკში ჩააგდო.
მისი უდიდებულესობის პირადმა მდივანმა მაიკლ გიბენსმა განაცხადა, რომ პრინცესას თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ბუკინგემის სასახლეში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. მან ასევე თქვა, რომ დიანას სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა და სთხოვა, რომ შეჩერებულიყო, თუმცა პრინცესამ მაინც დამალა თავისი საიდუმლო ნიშნობის შესახებ დოდი ალფაიდთან.
გიბენსმა ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში პრინცესას ტელეფონი ისმინებოდა. დიანამ ამის შესახებ გაიგო კიდეც და ნომერიც გამოცვალა. თუმცა, ამან ვერ დაიცვა იმისაგან, რომ პარიზში ის საკმაოდ ბურუსით მოცულ ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო თავის უკანასკნელ საყვარელთან, დოდი ალ ფაიედთან ერთად.