Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა.
შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით.
ინფორმაციისთვის, ეს არის პირველი ოფიალური მონაცემები, რომელსაც პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.
ამავდროულად, გამოკითხვის სააგენტო Ipsos-მა ორშაბათს დილით გამოაქვეყნა ე.წ. გვიანი ეგზიტპოლი, რომელიც აერთიანებს კვირას ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს და დათვლილ ხმების 50%-ს.
მან აჩვენა, რომ მმართველი ნაციონალისტური კონსერვატიული პარტია “კანონი და სამართლიანობა” ხმების 36,6%-ით ლიდერობს, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით 31% აქვს, ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა 13,5%, მემარცხენე პარტია 8,6% და შორს მარჯვენა კონფედერაცია 6,4%.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved