იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აზუსტებს იმის შესახებ ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს.
„მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.
– საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია! _ წერს ბიძინა კულუმბეგოვი.