ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ წარმატებული აბიტურიენტების რაოდენობით, ჩოხატაურში #1 საჯარო სკოლა ლიდერობს. სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულების უმეტესობამ შეძლო მაღალი ქულების მიღება გამოცდებზე და შესაბამისად, გრანტის მიღებაც.
სიხარულიძის თქმით, #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გივი მდინარაძე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოხვდა;
ამავე სკოლის კურსდამთავრებული დალი თავართქილაძე, ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით;
100%-იანი გრანტი მოიპოვა და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამთა თავართქილაძე.
70-70 პროცენტიანი გრანტებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხენ პირველსკოლელები: გიორგი კუტიბიძე და გიორგი მრელაშვილი.
ამავე სკოლის კურსდამთავრებული თამარ დავითულიანი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში _ მან 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
50%-იანი გრანტი მიიღო, ასევე, პირველსკოლელმა ნიკა სოროზანაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
50%-იანი გრანტი მიიღეს: გიორგი გაგუამ, მარი ოსეფაიშვილმა, ილიკო გოგოლაძემ და ვაჟა ბერძენიშვილმა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის კურსადმთავრებული ქრისტინე კვაჭანტირაძე 50%-აინი გრანტით ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტში.
უფასო ფაკულტეტებზე მოხვდნენ #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ლაშა-გიორგი კალანდაძე ( ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეეტში), დავით ცინცაძე (ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), მიხეილ თოდრია (ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში);
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის კურსადმთავრებულები: ეფემია ხაბეიშვილი (ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), ნინო სალია (ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში), გურამ ძნელაძე (ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში), ნანა უშვერიძე (ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში),
სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ბაქარ ყენია (ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეეტში), ირინა გიორგაძე (ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში), ლევან ზაქარეიშვილი (ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში), გაგა ვაჩეიშვილი ( ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეეტში);
სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ნუცა დოლიძე და ნათია ლომთათიძე (ჩაირიცხნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში);
სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული _ თამთა დოლიძე (ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში);
სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული _ ლეგა ქუთათელაძე (ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში).