“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.
როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს:
საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმართულებას – რომან გოცირიძე, სამართლებრივი საკითხები – ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებები – მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მიმართულება – აკაკი მინაშვილი, რეგიონული მიმართულება – დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას – ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა – კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას – მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა – გიორგი პატარაია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციები – ნინო ლაპიაშვილი, ანტიკორუფციულს – გიორგი ონიანი, კულტურას – გიორგი როინიშვილი.