ზოგადი უნარებისა და უცხო ენის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ირკვევა, რომ ლანჩხუთიდან უნარების გამოცდაში საუკეთესო შედეგად 68 ქულა დაფიქსირდა, რომელიც სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თენგიზ პატარაიმ აიღო. ხოლო უცხო ენებში ორმა აბიტურიენტმა დადო ლანჩხუთის მასშტაბით საუკეთესო შედეგი: მესამე საჯაროელმა მარიამ მარშანიშვილმა და შუხუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნანი დოლიძემ 79-79 ქულა აიღეს.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, უნარების გამოცდაში 63-63 ქულა აიღეს თამარ სივსივაძემ ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან და აცანის სკოლის აღზრდილმა ლუკა ნიკოლაიშვილმა. 62-62 ქულა- ნიკოლოზ იმნაძე სასულიერო გიმნაზია და ნანი დოლიძე შუხუთის საჯარო სკოლა. 61 ქულა-სალომე დუმბაძემ, აცანის სკოლის კურსდამთავრებულმა.
უცხო ენებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 78 ქულით მეორე შედეგი სამმა აბიტურიენტმა აჩვენა: ნატა იმნაძემ პირველი საჯარო სკოლიდან; ნიკოლოზ იმნაძემ სასულიერო გიმნაზიიდან და აცანის სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ნიკოლაიშვილმა. 77 -77 ქულა აიღეს პირველ საჯაროელმა მანანა ებრალიძემ და ჩიბათის სკოლის აღზრდილმა თენგიზ პატარაიამ. 76 ქულა-ნინო ტუღუშმა, პირველი საჯარო სკოლიდან და ბექა ჩხაიძემ, აცანის სკოლის კურსდამთავრებულმა; უცხო ენებში 74 ქულა აქვს თამარ სივსივაძეს, ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან.