ჩოხატაურის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულთა შედეგები ეროვნულ გამოცდებზე შემდეგია: კერძო სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე დოლიძემ მოიპოვა 100% დაფინანსება და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ამავე სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ მეფარიშვილი ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში 70 % გრანტით, ნინი გოცაძემ მოიპოვა 70% გრანტი და ჩაირიცხა აგრარულ უნივერსიტეტში.
შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 70 % გრანტით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი ღუტიძე 50 % გრანტით-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
50 % გრანტი მოიპოვა კოხნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 50 % გრანტით სალომე ცინცაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
ავტორი