ჩოხატაურში, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
ცნობისთვის, ტურნირში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ხიდისთავის, ჯვარცხმა-გორაბერეჟოულის, დაბა ჩოხატაურის, დაბლაციხის, ქვენობნის, გოგლესუბანი-შუაამაღლების, საჭამიასერი- ზემოხეთის, ამაღლების, კოხნარის, გუთური-ერკეთის გუნდები, რაშიც წვლილი შეიტანეს მერის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრებმა.
დაძაბული პაექრობების შედეგად I ადგილი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თასი ხიდისთავის გუნდმა დაისაკუთრა, II ადგილი ქვენობნის გუნდს ხვდა წილად, ხოლო III ადგილი დაბა ჩოხატაურის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები შესაბამისად 1000-500-300 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ, სიგელით დაჯილდოვდა აგრეთვე IV ადგილოსანი ამაღლების გუნდი.
ტურნირის მასპინძელი ხიდისთავის გუნდი დამატებით ფეხბურთის კარის ბადეებით და ბურთებით დასაჩუქრდა.
ტურნირისადმი აქტიურ მხარდაჭრისათვის სიგელით დაჯილდოვდა ზურაბ მათითაიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტურნირის აქტიური მხარდაჭერისა და სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმერ (ბაჩი) გოგიბერიძე.