ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა შეძლო სახელმწიფო გრანტის მოპოვება.
ლიზა ჭყონია 100% გრანტით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა; როგორც ცნობილია, ასევე, 100% დაფინანსება მიიღო ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი კვაჭაძემ, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
ნინი დოლიძემ 70% გრანტი მიიღო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა; დათო იმნაძე 50% გრანტით ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტზე; ასევე, 50%-იანი გრანტით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლის უფლება მოიპოვა ვლადიმერ ლომინაძემ; ნინი ხოფერიასაც სახელმწიფო სწავლის საფასურს ნახევრად დაუფინანსებს. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებებს და ბედნიერ მომავალს უსურვებს.