„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს, _ ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.
“COVID – 19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან ვაქცინაციის ჩატარება ნაცვლად 120 დღისა შესაძლებელია 30 დღეში (გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID – 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)”, _ ნათქვამია უწყების განცხადებაში.