ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა შეხვედრაზე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, რომელზეც მედია ბოლო პერიოდში აქტიურად წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ბახტაძეს შსს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა აღნიშნულ პოსტს.