„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები გახორციელდა. ცვლილებებს კენჭი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე უყარეს და მიიღეს.
კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
წყარო: იმედინიუსი