მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” კანდიდატები, თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში ჯერ არ დაუსახელებია, უკვე ჩამოყალიბდა საარჩევნო შტაბები და დაინიშნა მათი ხელმძღვანელები.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ჩოხატაურში საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე უხელმძღვანელებს, ოზურგეთში _ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ხოლო ლანჩხუთში გოგი ფაცურია, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსია.