სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს,_ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფორმაციისთვის, მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

































































