ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ისაუბრა თუ როგორ გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ მარტო მჯდარიყო პარლამენტში მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვისას.
როგორც მელია ამბობს, ეს იდეა წინა საღამოს მის ახლობელ ნიკა ობოლაძეს გაუჩნდა.
„მან ეს იდეა საუბარში ახსენა, მომეწონა და ჩავთვალე, რომ ასე ჯობდა, ვიდრე იქ შევსულიყავით ორივე ფრაქცია და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დღის წესრიგი შეექმნა. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ვთხოვე მათ, რომ მარტო დავეტოვებინე”,-განაცხადა ნიკა მელიამ.