ზოგადი განათლების კანონს დაემატა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა ეზღუდება პირს, რომელსაც სკოლიდან მოსწავლეზე ძალადობის გამო გაათავისუფლებენ. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა -ზოგადი განათლების შესახებ კანონის 331 მუხლითა არის დარეგულირებული.
ოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი.
































































