დღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს დადგნილების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტში ძეგლების დადგმის სტანდარტებს ითვალისწინებს, საკრებულოს ლეიბორისტმა წევრმა, დავით მამალაძემ ნაწილობრივ პროტესტი გამოხატა:
_ დადგენილების მიღება კარგია, მაგრამ ამდენი გმირის ჩამხობილი ძეგლი რომ გიყრიათ მუზეუმის წინ, ამ მდგომარეობამდე არ მიგეყვანათ საქმე და მიგეხედათ, ის სჯობდა, _ თქვა მან, რომელსაც „ოცნების“ დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ უპასუხა:
_სწორედ ამიტომ ხება ეს ყველაფერი, რომ მსგავსი არ განმეორდეს, _ უთხრა ბიგვავამ.
_ უჰ, რა „მიასვა“, – ჩაილაპარაკეს „ოცნების” დეპუტატებმა.