„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორაბერეჟოულის საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგები გაყალბდა და საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა მაუწყებელმა, სადაც საუბნო კომისიის წევრის მიერ სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი მამაკაცისთვის თეთრი პაკეტის გადაცემის ფაქტია ასახული.
მაუწყებელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბნო კომისიის წევრის მიერ სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი მამაკაცისთვის თეთრი პაკეტის გადაცემის ფაქტია ასახული.
მომხდარი ფაქტის შესახებ ჩოხატაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თეიმურაზ კუტუბიძეს ვესაუბრეთ.
მისი ინფორმაციით, საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მისცა თანხა საჭმლის საყიდლად.
“საარჩევნო უბანზე კომისიის11 წევრს აცვია ღია მწვანე ფერის ხალათები და თავმჯდომარეს აცვია შედარებით მუქი ფერის მწვანე ხალათი. კომისიის მოადგილემ მისცა თავმჯდომარეს თანხა საკვების საყიდლად რადგან გვიანობამდე უწევდათ საარჩევნო უბანზე ყოფნა”,_ გვითხრა კუტუბიძემ.
შეკითხვაზე აქვს თუ არა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს უბნის დატოვების უფლება კენჭისყრის საათებში_ კუტუბიძე გვპასუხობს, რომ უბნის დატოვების უფლება მომენტალურად აქვს.
“უბნის დატოვების უფლება მომენტალურად ყველას აქვს, თუნდაც იმიტომ რომ საარჩევნო უბანზე არ არის სველი წერტილები “,_ გვეუბნება კუტუბიძე.