იტალიის რეგიონის-კამპანიის პრეზიდენტის განცხადებით, ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, მხოლოდ ლოცვით უმკურნალებენ. ამ ინფორმაციას გამოცემა ,,lercio“ ავრცელებს.
,,ვინც ეკლესიაში წასვლით დაინფიცირდება, მათ მხოლოდ ლოცვებით ვუმკურნალებთ“ – ამბობს ვინჩენცო დე ლუკამი.
აღნიშნული განცხადება დე ლუკამ მას შემდეგ გააკეთა, რაც იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ დახურული ეკლესიები უნდა გაიხსნას.
როგორც ადგილობრივი მედია წერს იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მატეო სალვინი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ეკლესიების გახსნას გულისხმობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.