“საარჩევნო კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლებით დაწყებული, ყველა, ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველანი უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში!
მანამდე კი, აუცილებლად უნდა გაიხსნას, თუნდაც რამდენიმე უბანი და თავიდან მოხდეს არჩევნების გადათვლა საჯაროდ, კამერების და მედიის თანდასწრებით.
სხვა შემთხვევაში მივიღებთ ათიათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს.
პანდემიით ისედაც გაჩერებული ქვეყანა კი, საერთოდ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
გადაTვლას კი ეს პროცესი შეუძლია შეაჩეროს, _ აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.