“ხალხო, ასეთი სასტიკი და ცივსისხლიანები რატომ ხართ, რატომ არ გეცოდებათ ცხოველები, მათაც ხო სული აქვთ. აცადეთ გაზრდა, მის თავს რომ მიხედონ, ნაგვისურნაში რომ ყრით, შეიცოდეთ!” _ პოსტს ფეისბუქჯგუფში Tჰis is ლანჩხუთი” ჯგუფის წევრი ნანა კვიჭიძე აქვეყნებს და თან პოლიეთილენის პარკში ჩაყრილის ლეკვების ფოტოს ურთავს.
პოსტს ჯგუფის წევრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს.
“ვინც ამას აკეთებთ, ჯოჯოხეთი არ აგცდებათ”, _ წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.