საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ თემით არაა დაინტერესებული.
„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ნამდვილად არ მაინტერესებს, ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს.
ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები – გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია – კეთილინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, საფუძველი არ არსებობს“-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტზე საუბრისას.
ავტორი