სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოკითხეს.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმისთვის რომ სიმართლე არ გაჟღერდეს მის განადგურებას ცდილობენ და უსვამენ კითხვებს, რასაც მწყობრიდან გამოჰყავს.
ის ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
„გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, ის და გომელაური უნდა დაისაჯონ რადგან საუკუნის დანაშაული აქვთ ჩადენილი. პანკისში ჩატარებული არის ტერაქტი და მას წინ უძღოდა სოსო გოგაშვილი. ჩემი დაკითხვა რამდენიმე თვის წინ უნდა მომხდარიყო და ამათ ახლა გადაწყვიტეს. ეს ადამიანები ვინც მოდულის შენობას სათავეში უდგანან ცდილობენ მთლიანად გამანადგურონ, რომ არ გაჟღერდეს ეს სიმართლე. ამას მე თუ არ გავაკეთებ, ჩემს უკან ვინც არიან ხალხი, ისინი გააკეთებენ. ისეთ კითხვებს მისვამენ, რომელსაც მწყობრიდან გამოვყავარ. დღეს ისლამში ყველაზე დიდი დღე არის, იმის მაგივრად რომ ამათ მიერ დახვრეტილი ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ერთი „კრიშის“ ქვეშ ყოფნა“,_განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საქმეში ახალი დეტალი ან მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და დასმული კითხვები თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრებას უკავშირდება და იმას, თუ საიდან გაიცნო ჩეჩენი ეროვნების ადამიანები.
მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 29 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაკითხავენ.