ევროპელებს არ სურთ, რომ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და მათ არ სურთ, რომ უკრაინა ევროკავშირში იყოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს.
„ამხედრების დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ!“- აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, მისი თქმით, ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება.
„ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება. ჩვენ უარს ვამბობთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და შენატანების გაზრდა, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში ჩააფლობს. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“, – აღნიშნა ორბანმა.






























































