ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევები დაბაში, დაბლაციხესა და ზემო ფარცხმაში ფიქსირდება.
ინფიცირებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.