The Guardian– ის ინფორმაციით, მალდივის რესპუბლიკა ისრაელის მოქალაქეობის მქონე პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზაში ომის გამო საზოგადოების აღშფოთების ზრდიდან გამომდინარეობს.
მალდივის პრეზიდენტმა მუჰამედ მუიზუმ განაცხადა, რომ ისრაელის პასპორტი აიკრძალება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შევა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში.
საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ იმოგზაურონ მალდივის კუნძულებზე, ორმაგი მოქალაქეობის ქონის შემთხვევაშიც კი.
“ისრაელის მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც უკვე იმყოფებიან მალდივში, რეკომენდირებულია დატოვონ იქაურობა, რადგან თუ ისინი რაიმე მიზეზით გაჭირვებაში აღმოჩნდებიან, ჩვენ გაგვიჭირდება დახმარება”,_ ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.