https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვის აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიცია აუდიტის მიერ გამოვლენილ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვაზე

10:01; 31.01.2020
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საუბრის თემა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის ის ნაწილი იყო, რომელიც 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა.

მანამდე კი ფრაქციის წევრებმა საკრებულოს ბოლო სხდომაზე საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს  ამ კუთხით და კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დასვეს. თუმცა, მათი ეს გამოსვლა ბრალდების ერთ-ერთმა ადრესატმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების ნაამბობად და კამერების წინ კეკლუცობად შეაფასა.

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას იშველიებენ და როგორც ფრაქციის ხელმძღვანელი ლელა ჩახვაძე ამბობს, რომ ამ  დასკვნის მიხედვით ნათლად იკვეთება შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირთა  პასუხისმგებლობის საკითხი.

„იმედია, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე  მაინც არ იტყვის ლევან ჩხაიძე და სხვები, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების ნაამბობია. ჰოდა, კეთილი ინებონ და თუ არ  შეიძლება პასუხი მოეთხოვოს შესაბამისი სამსახურის უფროსებს, მაშინ  მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აიღოს“, _ დასძინა ლელა ჩახვაძემ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ ზემონახსენებ წლებში   შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია, ხოლო  მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები.

კონკრეტულ მაგალითად სახელმწიფო აუდიტს  ჩოჩხათი-გულიანი-სუფსის  გზა მოჰყავს, რომელიც თავის დროზე ხელისუფლების მხრიდან „საუკუნის პროექტად“ მოინათლა.

„2015 წლის 22 ივლისს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „სამკუთხედს“, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გულიანიდან სუფსის სარკინიგზო გადასასვლელამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით − 3.0 მლნ ლარი.

 პროექტი გულისხმობდა ერთფენიანი ასფალტის მოწყობას, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 ნოემბერს. 2017 წლის 28 ნოემბერს, მიმწოდებელმა დაასრულა სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნით და ინსპექტირების ჯგუფის მიერ დადასტურდა სამუშაოების ხარისხიანად შესრულება.

 მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და მიმწოდებელს აუნაზღაურა 2,995.8 ათასი ლარი. 2019 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი. გამოვლინდა, რომ ასფალტის საფარი რამდენიმე მონაკვეთზე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“- ვკითხულობთ დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, გარდა ზემონახსენები გზის მონაკვეთისა,  დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია 1,730.5 ათასი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

 კერძოდ: სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი გზის საფარი, წყალსადენის სისტემა, ბეტონის საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხები, გაბიონი, სკვერში მოწყობილი ფილები, საჭიდაო დარბაზის კედლები და ჭერი. ასევე დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა.

„აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებულია სრულად. ამ სამუშაოების მოცულობები და ხარისხი დადასტურებულია შპს „რეალექსპერტის“, შპს „არდას“, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებით. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დადასტურებულია ექსპერტიზით, აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, რაც მიანიშნებს ხარისხის პრობლემაზე. დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული გამოსწორება“, _ წერია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ  ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით,  14 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა მიმართა მიმწოდებლებს, თუმცა მათ დაზიანებები არ გამოუსწორებიათ, ხოლო დამატებითი ღონისძიებები, მერიას არ გაუტარებია.

ასევე, ირკვევა, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხის შესწავლის შემდგომ, მუნიციპალიტეტმა დამატებით ოთხ ობიექტზე მიმართა მიმწოდებლებს არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ხოლო დარჩენილ ხუთ შემთხვევაში, მერიას არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე  სახელმწიფო აუდიტი დასკვნაშია წერია, რომ:- „ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია “.

სახელმწიფო აუდიტი ადგილობრივ ხელისუფლებას  რეკომენდაციას აძლევს, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები: „მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა. შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, დაადგინოს დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“.

პრესკონფერენციაზე ლელა ჩახვაძის თანაფრაქციელმა სოსო ჩხაიძემ აუდიტის დასკვნის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც 2017-2018 წლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები არაეფექტურ წარმართვაზეა საუბარი.

 როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას გადასცა სხვადასხვა გადასახური მასალა, თუმცა,  მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული.

„2017-2018 წლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებთან გააფორმა 21 ხელშეკრულება − სახურავის მასალის მიწოდებაზე. მოსახლეობას გადაეცა თუნუქის სახურავის ფურცლები, ხის ძელები, ცემენტი და სამშენებლო ბლოკები, რაზეც ჯამში დაიხარჯა 1,455.3 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარებების თანახმად, მოსახლეობას გადაეცა 803.7 ათასი ლარის ღირებულების 64,358 კვმ თუნუქის ფურცელი, 647.0 ათასი ლარის 1,072 მ 3 ხის მასალა, 1.5 ათასი ლარის 6,500 კგ ცემენტი და 3.1 ათასი ლარის 1,800 ცალი სამშენებლო ბლოკი“, _ წერია დასკვნაში და იქვე მითითებულია, რომ  მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გადაცემა წარმოშობს რისკს იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონის პირობებში, მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა დაზიანებული სახურავების აღდგენას. შერჩევითი დათვალიერების შედეგად აუდიტის ჯგუფმა გაარკვია, რომ  მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შემდეგ გასული იყო მინიმუმ 10 თვე, უმეტეს შემთხვევაში, გადაცემული სამშენებლო მასალა, მოსახლეობას დასაწყობებული ჰქონდა ეზოში. 408 მოსახლიდან 289-ს არ ქონდა გამოყენებული  და დასაწყობებული ქონდა  40,054 კვმ თუნუქის ფურცელი, ხოლო 14 მოსახლეს 2,115 კვმ თუნუქის ფურცელი არც გამოუყენებელი და არც დასაწყობებული აღმოაჩნდა. ჯამში კი გამოუყენებელია 526.6 ათასი ლარის ღირებულების თუნუქის ფურცელი. სახელმწიფო აუდიტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს მასალები გაყიდული ან გასხვისებულია.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის გადაცემულ ხის მასალებს, როგორც აუდიტის დასკვნიდან ხდება ცნობილი,  235 მოსახლიდან 169 პირს 603 კუბ.მ დასაწყობებული აღმოაჩნდა, ხოლო 6 პირს 20.9 კუბმ არც გამოუყენებია და არც დასაწყობებული  აქვს. სულ კი გამოუყენებელია  376.7 ათასი ლარის ხის მასალა.

აქვე ვკითხულობთ, რომ  მუნიციპალიტეტის მიერ 2017-2018 წლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობისთვის გადაცემული 1,453.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან 904.7 ათასი ლარის ღირებულების (62%) მასალა არ არის გამოყენებული მიზნობრივად, შედეგად  ვერ ისარგებლა მოსახლეობამ და არც სტიქიის შედეგები იქნა ლიკვიდირებული. 

„მუნიციპალიტეტში არსებულმა სუსტმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრა და მიზნის მიღწევა“, _ ასკვნის სახელმწიფო აუდიტი სახელმწიფო აუდიტი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23 იანვარი, 2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23 იანვარი, 2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23 იანვარი, 2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22 იანვარი, 2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

11:17; 22 იანვარი, 2026

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ყავა

როგორია გურიაში მყოფი ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ყველა სიახლე

მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო