ვერძი
რაც მეტ სითბოსა და თანაგრძნობას გამოიჩენთ გარშემომყოფების მიმართ, მით მეტ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებთ მათგან, ეს კი უახლოეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური სიმტკიცისთვის.
კურო
ყურადღება მიაქციეთ არა ნათქვამსა და გაგონილს, არამედ მოსაუბრის მიმიკებსა და გამოხედვას, თვალებში გაცილებით მეტ სიმართლეს დაინახავთ ამ დღეს, ვიდრე ხმამაღლა გამოთქმულ მოსაზრებებსა თუ აზრებში.
ტყუპები
მიჰყევით დროის დინებას და დატკბით ყოველდღიურობით, ნურაფერს ახალს ნუ წამოიწყებთ, ნუ იჩქარებთ მოვლენების დაჩქარებას და შეცვლას, მშვიდად და მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი, რასაც სამყარო გთავაზობთ.
კირჩხიბი
არ დაუშვათ უყურადღებობა და დაბნეულობა რათა დროულად შეამჩნიოთ ახალი პერსპექტივები და სასარგებლოდ გამოიყენოთ ისინი. დღეს თქვენი ვარსკვლავური დღეა, მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოიყენეთ ის.
ლომი
არის ალბათობა საყოველთაო ყურადღება მიიპყროთ რაიმე განსაკუთრებული მოქმედებით, საქმით, სიტყვით ან შესაძლოა ისეთი აღმოჩენა გააკეთოთ, რომლითაც გარშემომყოფთა გაკვირვებას გამოიწვევთ და საკმაოდ განიმტკიცებთ პოზიციებსა თუ ავტორიტეტს.
ქალწული
ნუ გადადებთ ხვალისათვის იმას, რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ რა თქმა უნდა სერიოზული შედეგების მიღება გსურთ. იმოქმედეთ გააზრებულად, მაგრამ მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად, კონცენტრირდით პოზიტიურ შედეგებზე და იყავით ყურადღებით.
სასწორი
მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი სირთულეები და პრობლემები, შესაძლოა ეჭვი შეიტანონ თქვენს კეთილსინდისიერებაში საქმიანმა პარტნიორებმა ან შეიძლება თქვენს მიმართ ეჭვი გაუჩნდეს საყვარელ ადამიანს. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
მორიელი
შესაძლოა დღეს საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ საქმიან პარტნირებთან და კოლეგებთან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ერთნაირად მონდომებული ხართ გამარჯვებისთვის, განსხვავებული შეხედულებები დიდ წინააღმდეგობას უქმნის პროექტის რეალიზებას.
მშვილდოსანი
შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით. საუკეთესო გამოსავალი იქნება ნეიტრალური პოზიცია და კომპრომისი. მთავარია არ იჩქაროთ.
თხის რქა
დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას გარკვეული დაბრკოლებები და წინააღმდეგობა ელის, სავარაუდოდ თქვენს თანამოაზრეებს არ მოეწონებათ თქვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და არჩეული პრიორიტეტები, რაც განხეთქილების მიზეზი გახდება.
მერწყული
ვარკსვლავები უჩვეულო, არაორდინალური გადაწყვეტილებების მუღებაში დაგეხმარებიან. შეეცადეთ საასრებლოდ გამოიყენოთ შანსები და დროულად შეამჩნიოთ საჭირო სიტუაცია. მოუსმინეთ სამყაროს ხმას, მიჰყევით მინიშნებებს.
თევზები
გამოიჩინეთ სიმტკიცე და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ დაყაროთ ფარ-ხმალი, მშვიდად და ტაქტიანად იმოქმედეთ, ნუ გაცხარდებით, არ დაუშვათ ურთიერთობების ნგრევა, თორემ, შემდეგ ძალიან ინანებთ ამას.