„ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო“, – ასე მიმართა მეუფე იაკობმა სოფელ ტიბაანიის ხირსის მონასტრის სტეფანე პირველდიაკვნის ტაძარის აღდგენისა და ღვთისმშობლობის მიძინების სახელობის ეკვდერის კურთხევის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრს, გიგი უგულავას ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ უგულავა პატრიარქს ციხიდან წერილებს უგზავნიდა.
მეუფე იაკობის განცხადებით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიპატიმარები არ არიან, თუმცა მათ საქმეში პოლიტიკა აშკარად იკვეთება.
„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო. გათავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რახან ეს მოხდა მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ეგენი, რომ გამოუშვეს შეიძლება ამერიკელებისთვის, რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ. რისთვის იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან, იმიტომ იძახიან, რომ ხელისუფლების ბევრი რაღაც არ მოსწონთ. უშუალოდ მათ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო ჩანდა. რურუას, რომ ტელევიზია აქვს მაგ ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში, თორე არც ვიცოდა ტელევიზიის მეწილე რომ იყო“, – აღნიშნა მეუფემ.