მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.
“ბრალდებულ ბატონ გ.შ, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია ოქმში.
როგორც ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, განაჩენი მონაზონ თეკლა კუბლაშვილისა და სხვა ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა გამოტანილი.
ცნობისთვის, ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა, რომ მის მოკვლას ცდილობდნენ, თუმცა პროკურატურასთან და პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.































































