შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებსაც 2018 წლის გამოცდების დროს ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემო და რომლებსაც უარი ეთქვათ ასეთი გარემოს შექმნასა და დროის დამატებაზე.
კერძოდ, სპეციალურ ბმულზე მოცემულია აპლიკანტების სია, რომლებსაც 2018 წლის გამოცდებზე ესაჭიროებათ დროის დამატება და უნდა შეექმნათ განსაკუთრებული პირობები.
ასევე გამოქვეყნდა აპლიკანტების სია, რომელთაც უარი ეთქვათ 2018 წლის გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნაზე.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესზე, ასევე თუ როდის უნდა მივიდეს აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში.