პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის “გურული დღიურების” ფონდი, რომელშიც შემოწირულობებთან ერთად, წიგნებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი ირიცხება, დღეიდან, სამ ოზურგეთელ ბავშვს ყოველთვიურ სტიპენდიას გადაუხდის.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი დები, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები _ ლია და ნია გეგიაძეები ფონდიდან ყოველთვიურად 50-50 ლარს მიიღებენ, ხოლო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ქობულაძე _100 ლარს.
_ თავიდანვე დაანონსებული გქვონდა, რომ საწყის ეტაპზე გაიცემოდა ორი სტიპენდია. პირველი მათგანი შეირჩეოდა აკადემიური მოსწრების და შესაბამისი გასაუბრების შედეგად, ხოლო მეორე – სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ვინაიდან ლია და ლია დები არიან თანხა გავყავით. რაც შეეხება ქეთის, მან კონკურსში დამსახურებულად გაიმარჯვა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კეკელიძემ.